შოვში დამონტაჟებული ერთ-ერთი დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო – მინისტრი

შოვში დამონტაჟებული ერთ-ერთი დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო – მინისტრი

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში დამონტაჟებული ერთ-ერთი დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წაღებული ხიდი მდინარიდან ამოიღეს, თუმცა მისი ხელახლა გამოყენება შეუძლებელი იყო და ახალ დროებით ხიდს ამონტაჟებენ.

“მეორე დროებითი ხიდი, რომელიც დავამონტაჟეთ, მდინარემ წაიღო. შესაბამისად, ახლა ვამონტაჟებთ ახალ ხიდს. მანამდე გვქონდა მცდელობა, ამოვიღეთ ის წაღებული ხიდი, შევამოწმეთ, მაგრამ არ ექვემდებარება ხელმეორედ გამოყენებას, შესაბამისად, ახალი გუშინ ახალი ხიდი გადმოვიტანეთ და დღეს, ახლა ვადევნებთ თვალს მონტაჟს და ამ შემთხვევაში ეს ამოცანაც შესრულდება” – განაცხადა ქარსელაძემ.

ამასთან, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში მომუშავე ტექნიკის რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს, სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში კი ყველაზე დიდ გამოწვევას ის სამუშაო პირობები ქმნის, “რომლებიც უკავშირდება უშუალოდ იმ მასას, მის შემადგენლობას, რომელიც ძალიან რთულად ექვემდებარება დამუშავებას”.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. 

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში 21 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. 

მსგავსი სიახლეები

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ – “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის…
ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების…

ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს. უწყების განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს…
“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…